00:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 10:24:15, 676 ნახვა

საზოგადოება
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. 10 აგვისტოს გამართულ ხმლით ფარიკაობაში ბაზაძემ 1/32 ფინალურ ეტაპზე ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3 და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც კორეელი ოლიმპიური ჩემპიონის გუნდურ ასპარეზობაში და ასევე აზიის ჩემპიონის - კიმ ჯუნჰვანის წინააღმდეგობა ვეღარ გადალახა. 

ბაზაძემ კორეელ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით - 14:15 დათმო. აზიელი სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაზემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო - 14:14, გადამწყვეტი ქულა კი კორეელმა მოიპოვა. კიმ ჯუნჰვანი საბოლოოდ რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ხმლით ფარიკაობაში უნგრელმა არონ ზილაგიმ მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო მონაწილეობა. 
"ოლიმპური თამაშებისათის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და წარმატების მჯეროდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სადებიუტო ოლიმპიური თამაშებზე ცოტა იღბალი დამაკლდა.

ნამდვილად შემეძლო კორეელი მეტოქის დამარცხება, იყო ტექნიკური ხარვეზიც, რამაც ხელი შემიშალა. დღევანდელი შედეგი  ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის უფრო მონდომებით მოვემზადები და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მექნება" - განაცხადა ბაზაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics