|
2016-08-10 15:40:14, 1121 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ლიტველი ცნობილი სახეების მოგზაურობა გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში წარმოებული პიარკამპანიების ფარგლებში რეგიონს კიდევ ერთი ცნობილი სახე სტუმრობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიტველი დიზაინერი, ტელე-რადიო წამყვანი, მუსიკალური დიჯეი სიმონა ბანდიტა კოლეგებთან ერთად აჭარაში მოგზაურობს და თავისი რადიო გადაცემისთვის მასალებს ამზადებს. მათივე ინფორმაციით, სიმონა თავის მსმენელსა და სოციალურ ქსელში ათასობით მიმდევარს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მტირალას ეროვნული პარკის, ბოტანიკური ბაღისა და ქართული სამზარეულოს შესახებ მოიყვება და რეგიონში დასვენების შესახებ რეკომენდაციებს მიაწვდის. სიმონა ბანდიტას სოციალურ ქსელში Facebook.com 27,612 მიმდევარი ჰყავს. წელს, ლიტვაში პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელე-რადიო გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე გააკეთა. დეპარტამენტმა მაისსა და ივლისში ლიტვაში აჭარის დღეებს გაუწია ორგანიზება, რომელიც როგორც სხვა პიარაქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა. (NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)