11:03 - 18 Aug, 2026
|
2016-08-10 13:44:49, 2920 ნახვა
მსოფლიო
პორტუგალიაში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ცეცხლი ტყეს გაუჩნდა, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ქალაქს მიუახლოვდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინებში იპოვეს. მედიის ცნობით, საკურორტო ზონაში 27 სახლი, მათ შორის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. მოსახლეობა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები დროულად არ დატოვა, კვამლით მოიწამლა. ათობით ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები და მეხანძრეები ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)