|
2014-12-22 00:50:32, 3551 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი თავდაცვის უწყების განცხადებაზე: შეცდომას ბოდიში სჭირდება
„თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ მომეწონა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მსგავსი პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თავად მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც გამოთქვა მწუხარება. „მე ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა თქვენც გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეულნი. შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)