|
2016-08-08 11:20:34, 1495 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: რუსეთი ვერასოდეს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო. მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ვერასოდეს გაექცევა უსამართლობას, რომელიც მეზობელი საქართველოს მიმართ ჩაიდინა. „ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მათი გმირობა დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. რუსეთი ვერასოდეს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ ტერიტორიებს, არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს. მაგრამ რუსეთს ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, თუ როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)