22:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 10:17:49, 728 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ქართული ოცნება“ ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ

 „განახლებული „ქართული ოცნება“, პროგრესული ხედვით, ახალი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ახალციხეში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას განაცხადა.

კალაძის  განცხადებით, ქართულმა ოცნებამ”, ქვეყნის მართვის ოთხწლიანი გამოცდილებით უკვე დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე.

"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ევროპული მომავალი მისცა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც თქვენი და ჩვენი შრომით ქვეყნის ბიუჯეტში შესული მილიონები საკუთარი ახირებების ასრულებაში, მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნაში, ყალბი სტატისტიკის შეთხზვაში არ დაუხარჯავს. ჩვენ ხალხის ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, გლეხის ფეხზე დადგომაზე, მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ვიზრუნეთ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად, თქვენი კარნახით, თქვენი მუდმივი კონტროლის ქვეშ გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ვართ საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელსაც ბარიერები არასოდეს აღუმართავს, სისტემაში არასოდეს გამოკეტილა“, - აღნიშნა კალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics