08:53 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 14:38:13, 1387 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზა ჩემს გამო არ გადაუკეტავთ, ასეთი ბრძანება არასდროს გამიცია

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა–ლოცვას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.  გიორგი კვირიკაშვილმა საგზაო შეფერხებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, რაჭის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზის გადაკეტვა მის სტუმრობას არ უკავშირდება და მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, ჩემი მიზეზის გამო აბსოლუტურად არა, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics