|
2016-08-06 18:51:33, 921 ნახვა
რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში GEM FEST-ის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
პროექტ "Chekin Georgia”-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fest“-ი გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. პროექტი "Chekin Georgia" თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა"ქართუმ"დააფინანსა. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „GEM Fest“–ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას. " სერიოზული სამუშაოა ჩატარებული, წელს ველოდებით 40 000-მდე სტუმარს. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და სულ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი რეგიონის განვითარებისთვის. იგეგმება, რომ გაიზარდოს ფესტივალის ხანგრძლივობა და აქაურობა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, რომ კარგი დრო გაატარონ. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ნახონ. აქ არის უმაღლესი ხარისხის აპარატურა დამონტაჟებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი სიგუას და მის გუნდს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, თვეების მანძილზე მუშაობენ აქ, ასევე, ქართველ, უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩამოსულები არიან. უამრავი ხალხი მუშაობს ფესტივალის სამზადისზე. ფესტივალი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მეტი შემოსავალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, Gem Fest-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, დაესწრონ ფესტივალს. "აქ იგეგმება რამდენიმე სასტუმროს აშენება, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ცხრაში იხსნება ფესტივალი. საინტერესო დიჯეები დახვდებათ სტუმრებს, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)