|
2016-08-05 13:34:04, 1373 ნახვა
კომენტარი
სოსო ცინცაძე: „ახალი მემარჯვენეები" წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ "გირჩი" რა არის, ჯერ კაციშვილმა არ იცის
""ახალი მემარჯვენეებისთვის" ეს დიდი შენაძენი არ არის, წარმატებულ სვლაზე უფრო "გირჩის" მისამართით შეგვიძლია ვისაუბროთ",-ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცინცაძე სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილებას. "ჩემი აზრით, ახალი მემარჯვენეებისთვის ეს დიდი შენაძენი არ არის, წარმატებულ სვლაზე უფრო გირჩის მისამართით შეგვიძლია ვისაუბროთ. "ახალი მემარჯვენეები" წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ "გირჩი" რა არის, ჯერ კაციშვილმა არ იცის. ამავე დროს, ბევრს ახსოვს, ივანიშვილის შეფასება "გირჩი" მისამართით გაკეთებული-ვაჟკაცები არიან, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგესო, ეს რამდენად აწყობს ახალ მემარჯვენეებს, მათი გაადსაწყვეტია",-განაცხადა სოსო ცინცაძემ. მან ვაშაძისა და ხაჩიძის პარტიებს უპერსპექტივო უწოდა: "მაგათი გათვლა თუ იმაზეა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" წაართვან ხმები, ეს უკვე სულ სხვა რამეა, თორემ ისე დამოუკიდებლად ელექტორალური ბაზის უზრუნველყოფა ერთსაც და მეორესა გაუჭირდება",-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)