21:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 11:34:29, 1065 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძის პარტია, "გირჩი" და "ახალი მემარჯვენეები" ერთ ბლოკად ერთიანდებიან

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი და პარტია ახალი მემარჯვენეები ერთ ბლოკად ერთიანდებიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" ვაშაძის პარტიაში განუცხადეს, გაერთიანების მიზეზი   გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმებაა.

 მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებს მხოლოდ  პროდასავლურ პარტიებთან აწარმოებენ:

"მიმდინარეობდა კონსლულტაციები და უკვე სამი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეთანხმდა გარკვეულ პრინციპებზე, შესაბამისად დღეს ერთიანდება.მთავარი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური ძალა იყოს წარმოდგენილი ამ არჩევნებზე და ამ შემთხვევში ვფიქრობთ,  საუკეთესო ვარიანტია ის პოლიტიკური გაერთიანება,  რომელიც დღეს ოფიციალურად გაფორმდება",-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის  ინფორმაციით, პროდასავლურ პარტიებთან მოლაპარაკებები   გრძელდება და გამორიცხული არ არის, მათ სხვა პოლიტიკური ძალაც შეუერთდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics