|
2016-08-04 15:54:59, 1100 ნახვა
რეგიონი
ჭიათურის გამგეობა: აუცილებელი არაა ძროხასთან „სელფის“ გადაღება, შიდამეურნეობის დასადასტურებლად ვენახის ფოტოც გამოდგება
აუცილებელი არაა ძროხასთან „სელფის“ გადაღება, შიდამეურნეობის დასადასტურებლად ვენახის ფოტოც გამოდგება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“კირხვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭიათურის გამგებლის წარმოამდგენელმა როინ ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების დამადასტურებელი ცნობა მიიღოს, 6 პუნქტიდან 2 მაინც უნდა შეასრულოს. მათ შორის ერთ-ერთია შიდამეურნეობის დამადასტურებელი 4 ფოტოსურათის წარდგენა. „არავინ არავის არ აიძულებს ძროხასთან „სელფის“ გადაღებას. როდესაც ადამიანს სტატუსი ენიჭება, როგორც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პიროვნება, არის რამდენიმე ჩამონათვალი, რომელიც ამ ადამიანმა უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი ჩამონათვალი ითვალისწინებს შიდა მეურნეობის დამადასტურებელი ოთხი ფოტოსურათის წარდგენას. აუცილებელი არაა ძროხასთან, ქათამთან და მაპატიეთ, ღორთან „სელფის“ გადაღება. შეიძლება იყოს ყანის, ვენახის ან სათიბის ფოტო და არა შინაური ცხოველის. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ სურათის გადაღება ძროხასთანაც შეიძლება და ესეც შინამეურნეობის დამადასტურებელი ფოტო იქნებოდა. ეს სიტუაცია აქედან აგორდა. თუ ფოტოს გადაღება არ უნდა ადამიანს, არავინ არავის არაფერს აიძულებს. 6 პუნქტიდან ორი მაინც უნდა შეასრულოს ადამიანმა. თუ სხვა საბუთს ვერ წარადგენს პიროვნება, მაშინ ხდება შინამეურნეობის დამადასტურებელი ფოტოს წარდგენა“, - აცხადებს ხუციშვილი. შეგახსნებთ, რომ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობა „პირველი არხის“ სიუჟეტში აცხადებს, რომ იმისათვის, რომ გამგეობამ მათ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიანიჭოს ერთ-ერთი პუნქტია ცხოველებთან ფოტოების გადაღება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)