|
2016-08-04 14:17:12, 1565 ნახვა
სამართალი
"კომუნისტური პარტიის" ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრების მიერ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს შეკრების საწინააღმდეგო აქციის დროს, პოლიციამ "ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავა. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქვეხიშვილს სახეში სილა გააწნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 1 პირი სსკ-ის 125-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცემას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, მათ კვერცხები ესროლეს, მხარეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. „თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან პროვოკატორები ჩვენი მისამართით ისვრიან კვერცხებს, ამას პროტესტი არ ჰქვია. ისინი ჩარჩნენ წარსულში, საცოდავი გადმოგდებული გროშებისა და ცენტების ფასად აკეთებენ ამ სისულელეებს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვიწყობენ პროვოკაციას, სინამდვილეში პროვოკაციას უწყობენ საქართელოს. ვისაც არ შეეშინდა ახლა იკრიბება ერეკლეს ძეგლთან და პატივს მიაგებს ისტორიაულ პიროვნებასა და უდიდეს მეფეს, რომლის გონივრულმა და შორსმჭვრეტელმა გადაწყვეტილებამ საქართველო ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)