|
2016-08-04 12:20:29, 1579 ნახვა
კომენტარი
მეჭიაური: დავუკავშირდი იგორ მოროზოვს, ის ცდილობს სოფელ ქვეშის მკვიდრის დაკავების დეტალებში გაერკვეს
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ქვეშში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმესთან დკავშირებით, ბათუმში მყოფ რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს დაუკავშირდა. მეჭიაურის განცხადებით, იგორ მოროზოვი დაკავების დეტალებში გარკვევას ცდილობს. „როგორ ფიქრობთ, ორ რუს დეპუტატთან საუბრისას ამხელა პრობლემა გადაიჭრება? თავისთავად ცუდია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის დაკავება და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ძალიან სუსტია. თავისთავად, ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ფორმირებები არიან. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ რუსებთან კავშირი და არ უნდა გვქონდეს მათთან თუნდაც დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა. მე დავუკავშირდი ბათუმში მყოფს რუს დეპუტატს იგორ მოროზოვს, რომელიც დაუკავშირდება თავის წარმომადგენელს და მითხრა, რომ აუცილებლად გაერკვევა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტში“, - აცხადებს მეჭიაური. შეგახსნებეთ, რომ დღეს რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)