|
2016-08-03 11:22:02, 1173 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის სრული ბიუჯეტი 6.8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროგრამას, მათ შორის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს აგრარული დარგის განვითარებაში. „ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმება გულისხმობს ახალ მიდგომას, რომელმაც ხვალინდელი სოფლის მოდელი, ხვალინდელი სოფლის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და რომელიც სოფლის განვითარების ყველა კომპონენტს მოიაზრებს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ აღნიშნა, სოფლის განვითარების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონოსძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში. „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში შემოსავლის გაზრდა. შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის განვითარებისთვის“, - განაცხადა შომბი შამბმა. ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)