19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 19:19:42, 1038 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნაზე უსუფაშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებებს „არაადეკვატური“ უწოდა.

როგორც უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ არ არის  ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია.

„ქართული ოცნება თვლის, რომ ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ძალა თვითონ არის. „რესპუბლიკური პარტია“ ვთვლით, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით ვართ ხოლმე უფრო ადეკვატური. რა უფრო ადეკვატურია და ვინ უფრო არ არის ადეკვატური, ამას მოსახლეობა და ამომრჩეველი განსაზღვრავს. დიახ, საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვართ კონკურენტულ რეჟიმში ერთმანეთთან, ერთმანეთი გვყავს ამოღებული სამიზნეში. ვაცხადებ მზაობას, ამ კვირის ბოლოდან ნებისმიერ ეთერში ნებისმიერი წამყვანი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერთან ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის და მოდი, იქ გავარკვიოთ ყველაფერი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics