|
2015-03-06 18:22:01, 1237 ნახვა
ეკონომიკა
აბაშიშვილი: ეკონომიკური გუნდის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვადა დაირღვა
"ეკონომიკური გუნდის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენის ვადა დაირღვა", – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. „მოგეხსენებათ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით. სამწუხაროდ, ამ დრომდე გეგმა წარმოდგენილი არ არის“, – აღნიშნა აბაშიშვილმა. აბაშიშვილმა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა და მოუწოდა, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა წარმოადგინონ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)