|
2015-03-06 15:52:51, 1221 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ სამმხრივ ბიზნესფორუმს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ სამმხრივ ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმი, რომელსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 300-ზე მეტ ბიზნესმენთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თურქეთის ეკონომიკის მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმხრივი ფორუმის ფარლებში B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენებმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ცნობისთვის, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)