11:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:39:56, 2085 ნახვა

მსოფლიო
სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 24 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა

ჩრდილოეთ სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 24 ადამიანი სიკვდილით დასაჯა, - ამის შესახებ Daily star-ი სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სირიის სოფელი ბაირი დაიკავეს, რის შემდეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს. 

ცნობისთვის, სოფელ ბაირს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ალიანსი “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებს. “სირიის დემოკრატიულ ძალებს” აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში 5 წლიანი ომის განმავლობაში 280 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანმა კი სახლკარი დატოვა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics