|
2016-07-28 17:35:24, 1252 ნახვა
სამართალი
მოსამართლე: თუ პოლიტიკური ნება იქნება ყველა კითხვას პასუხი გაეცემა
ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობით მთავარ პროკურატურატურაში გამოკითხვაზე სიარული უხდებათ მიანიშნებს სიტუაციის არაჯანსაღობაზე, - ამის შესახებ საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ის პროკურატურას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას გაუზიარებს. „პროკურატურას გავუზიარებ იმ ინფორმაციას, რომელიც სრულად გამაჩნია მათ შორის ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებზე. ვადასტურებ, რომ ჩემს შემთხვევაში არ არსებობს რაიმე გარრემოება, რომელიც მე გადაწყვეტილების მიღებაში დამაბრკოლებდა. არ ვიცი პროკურატურას დღეს რა ინფორმაცია გააჩნია თუმცა რაც მაქვს და მიზანშეწონილად მიმაჩნია პროკურატურას გავუზიარებ. აღნიშნული დეტალების შესახებ ვიცი ჩემი კოლეგებისგან და მათ შორის იმ კონკრეტული მოსამართლისგან“, - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს. თუმცა, მისივე თქმით, „ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც არაპირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება“. „ვენდობი იმ პროფესიონალებს, რომლებიც აქ მუშაობენ და დარწმუნებული ვარ თუ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვარძელაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)