|
2015-03-06 12:36:42, 893 ნახვა
სამართალი
ზვიად ქორიძე: უვადო პატიმარი ქალების შეწყალების გადაწყვეტილება, ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის შეფასებით, სამი უვადო პატიმარი ქალის შეწყალების თაობზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. "ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალსიწინებითაც, რომ წლევანდელი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ქალთა წლად, ქალთა უფლებების დაცვის წლად და იცით, რომ მიმდინარე კვირას 2 მარტს პრეზიდენტმა კიდევ ერთი შეწყალების აქტი გამოსცა, რომლითაც მან 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. მათგან 4 გათავისუფლდა, 4-ს გაუნახევრდა",-განაცხადა ზვიად ქორიძემ. მისივე განამრტებით, შეწყალების საკითხთა კომისია უვადო მსჯავრდებულის თემაზე მომავალშიც იმუშავებს. "საქართველოს პრეზიდენტმა ეს ბევრჯერ აღნიშნა, შეწყალების საკითხთა კომისიაში ინტენსიურად მიდის ამ თემაზე მუშაობა, რომ უვადო მსჯავრდებულთა საკითხი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და იცით, რომ გასული თვის განმავლობაში, როდესაც უვადო მსჯავრდებულები შიმშილობდნენ, პირადად მე 2-ჯერ მქონდა მათთან შეხვედრა. დეტალურად ვეცნობით ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობას. შეწყალების საკითხთა კომისიის დებულების თანახმად, დღეს უკვე დარჩენილი 77 უვადო მსჯავრდებულიდან, 7 აკმაყოფილებს მხოლოდ კრიტერიუმებს.ანუ, მათ აქვთ 15 წელი და მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის. ვინტერესდებით თითოეული ამ ისტორიით და შეწყალების საკითხთა კომისია მუდმივად იმუშავებს თითოეული მსჯავრდებულის თემაზე",-განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უვადო მსჯავრდებული სამი ქალბატონი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლის ვადას არ აღემატება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)