14:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 12:51:37, 674 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, 77% ინფორმაციას ტელევიზიით, 14% -კი ინტერნეტით იღებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, ხოლო 14% ინტერნეტით.

კვლევის კითხვაზე: ძირითადად, რომელი წყაროებიდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ? პასუხები შემდეგნაირია. ტელევიზია: პირველი წყარო - 77%, მეორე წყარო - 12%; ინტერნეტი: პირველი წყარო 14%, მეორე წყარო - 22%, მეზობლები, მეგობრები: პირველი წყარო - 3%, მეორე წყარო- 9%, ოჯახის წევრები: პირველი წყარო - 2%, მეორე წყარო- 9%, თანამშრომლები: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 1%, რადიო: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 2%, ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ: პირველი წყარო 0%, მეორე წყარო - 25% და ა.შ. გამოკითხულთა 46% ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს, 32% - არასდროს, 11% - კვირაში ერთხელ მაინც, 8% - უფრო იშვიათად; ხოლო 2-2% თვეში ერთხელ მაინც ან არ იცის ინტერნეტი რა არის, 1% კი უარი დააფიქსირა კითხვაზე პასუხის გაცემისგან.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუსის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics