|
2016-07-26 15:42:14, 1058 ნახვა
სხვადასხვა
თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ნიადაგის აგროქიმიური კვლევები ხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „დარჩელის თხილი“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებს სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ნიადაგის დაცვისა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების საკითხების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. უწყების ინფორმაციით, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ კოოპერატივის „დარჩელის თხილი“ კუთვნილ 600 ჰა მიწაზე გაშენებულ თხილის პლანტაციებში ნიადაგის აგროქიმიური კვლევა ჩატარდა. კვლევების საფუძველზე ადგილობრივი ფერმერებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და შედეგად, კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქტის მიღებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუდმივად განხორციელდება ნიადაგის აგროქიმიური კვლევა და ფერმერთათვის მიზნობრივი რეკომენდაციების მომზადება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ ფარგლებში შეიქმნა და დღეისთვის 599 ფერმერს აერთიანებს. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)