14:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 20:28:45, 1076 ნახვა

სამართალი
ლომჯარია: ფაქტები, რომლებზეც პაპუაშვილმა ისაუბრა მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს შეიცავს

"ფაქტები, რომლებზეც პაპუაშვილმა ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს" - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, ”სამართლიანი არჩევნების” წევრმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

ლომჯარიას განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეების სახელები და გვარები არ დაუსახელებია. 

„გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ გარკვეული ზეწოლების შესახებ. მან ისაუბრა რამდენიმე ფაქტის შესახებ, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა დასახელებული მოსამართლეების კონკრეტული სახელი და გვარები. ის ფაქტები, რომლებზეც მან ისაუბრა შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას. მისი მხრიდან არც საქმეებზე არ ყოფილა დაკონკრეტება, თუ რომელ საქმეებთან დაკავშირებით ხდებოდა ზეწოლა. ამასთან, გიორგი პაპუაშვილის ინფორმაციით, მათ მიმართეს პროკურატურას, თუმცა არ მომხდარა რეაგირება, ამიტომ მას გააჩნია საგამოძოებო უწყების მიმართ უნდობლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ერთი მხრივ, მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტების დროული და ობიექტური გამოძიება და ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებიც მისცემენ ჩვენებას, უნდა მისცეს მყარი გარანტიები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

თავის მხრივ, გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ ქმედებებს, რაც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით. 

„არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულები არიან ჩატარდეს ადეკვატური გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა ამ კითხვას. ისინი ასევე მზად არიან რომ თითოეულ მოსამართლეს, რომლებზეც მიმდინარეობს ზეწოლა და რომლებსაც საგამოძიებო ორგანოებთან მოუწევთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არ არის ნდობა, გვერდში დაუდგნენ და დაეხმარონ, მათ შორის სამართლებრივად“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics