|
2016-07-23 15:11:12, 1589 ნახვა
მსოფლიო
გამოძიების ცნობით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო
გამოძიების ცნობით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელს დეპრესიული სახის ფისიქიკური დაავადება ჰქონდა, - ამის შესახებ BBC პროკურორზე ტომას კოხზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 18 წლის თავდამსხმელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ბეჭდური სახის მასალები აღმოაჩინეს, სადაც იარაღის გამოყენებით მასობრივ თავდასხმებზე იყო საუბარი. ერთ-ერთი სტატია კი, "რატომ კლავენ სტუდენტები" სათაურით იყო. წინასწარი ინფორმაციით, ეთნიკურად ირანელი თავდამსხმელი მიუნხენში დაიბადა. როგორც BBC -ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელს Facebook-ის ყალბი პროფილი ჰქონდა გაკეთებული, რომლითაც ის ხალხს იმ ტერიტორიაზე ეპატიჟებოდა, სადაც შემდგომ თავდასხმა განახორციელა. მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“. გერმანიაში გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)