|
2016-07-22 10:23:50, 1150 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გერმანიის თანამშრომლობის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა GIZ-სა და საქართველოს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის, ასევე, GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და საჯარო ფინანსების მართვა, პროფესიული განათლება, საექსპერტო მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით და ბიომრავალფეროვნება. კრისტოფ ბეიერმა მზაობა გამოთქვა საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერის გაგრძელების თაობაზე. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, GIZ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი მერი შეფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის მთავრობის დავალებით საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს ტექნიკური დახმარების სახით. (NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)