|
2018-09-23 17:29:54, 1181 ნახვა
სამართალი
შსს-ს საფრანგეთის პოლიციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. შსს-ს ცნობით, ფრანგულ მხარეს წარმოადგენდნენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, სტეფან დეპონი და კრიმინალური პოლიციის მთავარი დეპარტამენტის ფინანსური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რუსულენოვანი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნიკოლას გონგორა. ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი კოლეგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ტაქტიკა, რისკები და ანალიტიკური შესაძლებლობები განიხილეს. ვლადიმერ ბორცვაძე სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დელეგაციის წევრებმა, ასევე, შეხვედრა გამართეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ფრანგი სამართალდამცველები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას გაეცნენ და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და კრიმინალურ პოლიციას შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება დაგეგმეს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)