|
2016-07-20 11:53:57, 1151 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელში გადამზადდებიან
ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ისრაელის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადამზადდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს და კლინიკური დეპარტამენტების ხელძღვანელებს შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საავადმყოფოს მენეჯმენტს 10 ექემის შერჩევა დაავალა, რომლებიც თელ-ავივში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან. მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკუთვნის. გადამზადების ხარჯებს სრულად დაფარავს ისრაელის მხარე. ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმების გადამზადება კლინიკის ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე, დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. საავადმყოფოს ექნება საუნივერსიტეტო კლინიკის დანიშნულება, სადაც სტუდენტები შეძლებენ სასწავლო პრაქტიკის გავლას. კლინიკის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. აჭარის მთავრობის აპარატის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონის სამედიცინო პერსონალის გადამზადება პერიოდულად ხორციელდება. 2015 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთში კვალიფიკაცია ორმა ბათუმელმა ექიმმა აიმაღლა. 2011-2013 წწ, პოლონეთში, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)