|
2016-07-19 14:45:29, 990 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროფესიული გადამზადების ფარგლებში დასკვნითი გამოცდა ჩატარდა
დასაქმების სააგენტოს პროფესიული გადამზადების მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დასკვნითი გამოცდა მზარეულებს, კონდიტერებს, მძიმე ტექნიკის ოპერატორებს, სასტუმრო საქმის სპეციალისტებსა და გაზის შემდუღებლებს ჩაუტარდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გათვალისწინებული იყო, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული საკითხები. გამოცდის წარმატებით დასარულების შემდეგ პროგრამით მოსარგებლეები საწარმოო პრაქტიკის ორთვიან კურსს გაივლიან. „აჭარის დასაქმების სააგენტოში 2016 წლის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევა გასაუბრების გზით მოხდა. სწავლა 120-მა მოქალაქემ დაიწყო. დღეის მდგომარეობით პროგრამას 95 ასრულებს. სამ და ოთხთვიანი პროგრამით ბენეფიციარები შემდეგ სპეციალობებში გადამზადდნენ: ბართენდერი, ელექტრო შემდუღებელი, კონდიტერი, მზარეული, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, სტილისტი და გაზის შემდუღებელი. პროფესიებში თეორიულ სწავლებასთან ერთად შეისწავლეს უცხო ენები ( რუსული, ინგლისური) . პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ 95 კურსდამთავრებულს საჩუქრად საჭირო ინვენტარი გადაეცემა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)