|
2016-07-18 18:26:34, 1230 ნახვა
სამართალი
აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეები სახელმწიფო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. „რუსთავი 2“-ის ცნობით, დაპირისპირება შუადღისას არჩილ მამაგეიშვილსა და ავთანდილ ანთიძეს შორის მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ერთ-ერთი მათგანის, არჩილ მამაგეიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს. ავთანდილ ანთიძეს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. შემთხვევის ადგილიდან სამი ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას-ტარებას გულისხმობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)