|
2016-07-18 17:35:16, 950 ნახვა
სამხედრო
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის წევრებისთვის კულტურული ტური გაიმართა
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 120-მა რეკრუტმა, რომლებიც დროებით ახალციხის სატანკო ბაზაზეა არიან განთავსებულნი, კულტურული ტურის ფარგლებში ხერთვისის ციხე-სიმაგრე და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი დაათვალიერეს. ისტორიული მემკვიდრეობის დათვალიერების პარალელურად, რეკრუტებმა ხერთვისის ციხე-სიმაგრე დაასუფთავეს. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძის განცხადებით, კულტურული ღონისძიებების მთავარი მიზანი ჯარის საზოგადოებასთან ინტეგრირება და სამხედროებისთვის ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობაა. „ბევრი რეკრუტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა და მათ ხშირად არ აქვთ საშუალება, მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ცდილობს, სამხედრო ცხოვრების პარალელურად დაგეგმოს და სისტემატურად განახორციელოს კულტურული ტურები, რაც ხელს უწყობს ჯარისკაცის კულტურულ-შემეცნებითი დონის ამაღლებას და მათ სამოქალაქო აქტივობას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)