|
2016-07-18 17:23:15, 1087 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ჩადებულია მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს იურისდიქციით დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსებული კომპანიებთან ურთიერთობას გამორიცხავს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, სექტემბერში, სლოვენიის ბიზნესდელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და ბიზნესფორუმის ორგანიზება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სლოვენიური კომპანიები, რომლებისთვისაც დაგეგმილია ინდივიდუალური ვიზიტები საქართველოში, როგორც საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, ასევე ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)