07:43 - 18 Aug, 2026
|
2016-07-16 11:43:42, 1573 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებული
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ადამიანების დაკავება გრძელდება. ამ დროისთვის 1563 მეამბოხეა დაკავებული, - ამის შესახებ Hurriyet სახელისუფლებო ძალებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველია, ხოლო 100-მდე ადამიანი დაშავებულია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)