|
2016-07-15 19:00:35, 835 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ლუკ პიერ დევინიეს შეხვდა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელს ლუკ პიერ დევინიეს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობისა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე ისაუბრეს. ლუკ პიერ დევინიემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირის მისიებში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ერთგულია და მზად არის, განაგრძოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში. შეხვერის დროს საუბარი შეეხო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და აღინიშნა, რომ მისიის ყოფნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დელეგაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოებითაც დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წინასწარი მოცემულობით ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ბრალეულობა არ იკვეთება. „დღეს გაჩნდა ბევრი ახალი შესაძლებლობა. სულ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც აქცენტები, პრაქტიკულად, მთლიანად შეცვლილია. საფრთხეები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ზუსტად ისეა შეფასებული, როგორც მას ჩვენ ვაფასებთ. რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბარია, პრაქტიკულად, იმავე მასშტაბით, როგორც ვარშავის სამიტზე მიღებულ ნატოს დოკუმენტში. შესაბამისად, მოგვეცა საშუალება, რომ ევროკავშირს ვესაუბროთ ახალი ინსტრუმენტების გაჩენაზე და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაზე, მათ შორის იმ ნაწილისთვის, რომელიც მისიებში მონაწილეობს და იმ ნაწილისთვისაც, რომელიც საქართველოში იცავს მშვიდობას. შესაბამისად, ამით პასუხი გაეცემა იმ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომელზეც ევროკავშირი თავის დოკუმენტში საუბრობს. ვისაუბრეთ კონკრეტულ ინსტრუმენტებზეც, რომელიც ადრე ევროკავშირის ქვეყნებისთვის იყო გათვალისწინებული და ახლა კი ჩვენს ქვეყანას შეუძლია მისი გამოყენება. დიდი იმედი მაქვს რომ შემოდგომაზე ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)