|
2016-07-14 13:44:25, 4319 ნახვა
კულტურა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლი "იალონის" აუდიო და DVD დისკის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლს "იალონს" უმასპინძლა. ანსამბლის აუდიო და DVD დისკის პრეზენტაცია "ფოლკ გარდენში" გაიმართა. დისკებში შესულია ,,იალონის“ 2015 წლის სოლო კონცერტის - ,,მზის ამოსვლიდან- ჩასვლამდე“ - ჩანაწერი. ასევე წარმოდგენილია ქართული ხალხური, საეკლესიო და ქალაქური სიმღერები და რიტუალები ადამიანის დაბადებიდან - გარდაცვალებამდე. „პროგრამაში შედის ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები, რომელიც სპეციალურად კონცერტისათვის, თემატური შერჩევით, ეთერ თათარაიძისგან ჩავიწერეთ.მნიშვნელოვანია, რომ ფოლკოლორის ეროვნულ ფესტივალზე ნომინაციაში - ქალთა ანსამბლი - I ადგილი დავიმსახურეთ. საკმაოდ დიდი წარმტებააა. შესაბამისად, ცენტრი მუდამ ხელს უწყობს ასეთ ანსამბლებს და მადლობას ვუხდით მათ თანადგომისათვის“, - ითქვა პრეზენტაციაზე. ანსამბლი იალონი შეიქმნა 2009 წელს, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მგალობელთა გუნდის ბაზაზე, ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის -საეკლესიო გალობის, ხალხური და ქალაქური სიმღრბის შესწავლა და პოპულარიზაცია. ანსამბლს გამოცემული აქვს რამდენიმე აუდიო ალბომი. ანსამბლს ჩატარებული აქვს მრავალი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. ანსამბლს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნული ფესტივალის ქალთა ანსამბლების ნომინაციის I ადგილი.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)