|
2016-07-13 16:03:37, 1121 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის, ლოგისტიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის. შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს საქართველოს ეკონომიკაში უკვე აქვს განხორციელებული 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფი," რომელიც საქართველოში "ტერაბანკსა" და სასტუმრო „მილენიუმ ბილთმორი" უწევს მეთვალყურეობას, რომლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებულია შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)