|
2016-07-13 10:38:06, 1080 ნახვა
ეკონომიკა
ამბროლაურში არაალკოჰოლური სასმელების საწარმო გაიხსნება
13 ივლისის მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული საწარმოების ნუსხას კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, შპს „იწის წყალს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფოსგან გადაეცემა ქალაქ ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს შექმნას და ორ წელიწადში პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ამისთვის „იწის წყალი“ 233 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საწარმო ყოველწლიურად ხუთი მილიონი ლიტრის ოდენობის მინერალური და მტკნარი წყლის გამოშვებას შეძლებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გაიყიდება. ახალ საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)