|
2016-07-13 10:18:46, 1167 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: თბილისის აეროპორტში ინვესტორის მიერ 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა
თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში განხორციელდა. „გუშინ გაიხსნა განახლებული ასაფრენ დასაფრენი ზოლი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურა თბილისის აეროპორტში. 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავაანონსეთ, რომ დაიწყო ახალი ტერმინალის მშენებლობა. ასე რომ, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა. ასევე ახალი ავიარეისები ემატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)