|
2016-07-12 17:33:20, 963 ნახვა
რეგიონი
შუახევში უჩამბის ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ეცნობიან. ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან და შუახევის გამგებელთან ერთად სოფელ უჩამბაში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. “ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურები. აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათი წყლის მიწოდების გრაფიკი”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. მათივე ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. ამ დროისათვის ივნისი-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალი დაახლოებით 108 ათას ლარს შეადგენს. ივნისი-ივლისის სტიქიების შედეგად, აჭარას ჯამში დაახლოებით 2 772 000 ათას ლარის ზარალი მიადგა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)