|
2016-07-12 15:18:47, 1127 ნახვა
სამართალი
სალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილებს: სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა, რომ აქაურობას თავი რაც შეიძლება მალე დავაღწიო
”ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანის განცხადებით, მისი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ბოროტად სარგებლობდნენ. ჩარკვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწერილ წერილში რჩეულიშვილების ოჯახს მიმართავს და ამბობეს, რომ არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ”მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე - დღეს, ხვალ”, - წერს სალომე ჩარკვიანი.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)