12:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 10:17:25, 1120 ნახვა

სამართალი
შსს-მ სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ბონდო კ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბონდო კ.-ზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics