01:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 18:02:02, 609 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს ვარშავის დეკლარაცია: ნატო გაზრდის საქართველოს მხარდაჭერას

ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას.

“ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში”, - ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში.

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახალესი წევრის, მონტენეგროს მიღებას  ჩვენს საზოგადოებაში", -აღნიშნულია დოკუმენტში.

ჩრდილატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უფრო უსაფრთხოა, როდესაც მისი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან.

ნატო-ს მოკავშირეები პატივს მიაგებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისას გარდაცვლილ და დაჭრილ სამხედროებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics