00:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 14:24:58, 660 ნახვა

პოლიტიკა
იმერლიშვილი: საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას გააგრძელებს

ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა, ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა.

იმერლიშვილის თქმით, ეს მზადყოფნა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა.

„ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო მზად არის,  გააგრძელოს მისია ჯარისკაცების იმ რაოდენობით,  რა რაოდენობაც გვყავს დღეს“, - აღნიშნა  ირინე იმერლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics