|
2016-07-09 14:23:28, 994 ნახვა
რეგიონი
მესტიის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა
სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა. სამედიცინო აქცია მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. სამი დღის განმავლობაში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ექიმ-სპეციალისტები უწევდნენ. მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 125-მაპაციენტმა. ჩატარდა კატარაქტის 12 და რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების 2 ოპერაცია. გინეკოლოგის კონსულტაციითა და კოლპოსკოპიით ისარგებლა 33-მა ადამიანმა. კარდიოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 120-მა პაციენტმა, ამდენივეს ჩაუტარდა ექოკარდიოსკოპია. გასტროენტეროლოგის კონსულტაცია გაეწია 31 პირს, ენდოკრინოლოგის – 57-ს, ნევროლოგის – 45-ს, თერაპევტის – 41-ს, ოტორინოლარინგოლოგის –114-ს, ყბა–სახის ქირურგის – 12-ს, უროლოგის კი 26 ადამიანს. აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის - 48 რენტგენოგრაფია, 90 ექოსკოპია, 16 გასტროსკოპია და 2 კოლონოსკოპია. სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს ოპერაციებიც გაუკეთდათ. სამი დღის განმავლობაში, ჩატარდა ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის 2, თიაქარკვეთის 2 და ცისტოლითოტომიის 1 ოპერაცია. მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტები დაურიგდათ. დანიშნულების შესაბამისი 20 დასახელების, 18735.40 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი "ჰუმანითი ჯორჯიამ" მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)