|
2015-03-04 12:24:49, 1006 ნახვა
სამართალი
გიორგი ბადაშვილი: სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხების შესწავლა მოხდება
„ამ ეტაპზე ახალი დეპარტამენტისთვის პროკურატურაში 2012–2015 წლებში შემოსული და ცალკეული განცხადებების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაეცემა მიმდინარეობს“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. ბადაშვილის მტკიცებით, ხსენებულ განცხადებებში მითითებული ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული. მისივე თქმით, შესწავლილი იქნება ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხებიც. „პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, 2015 წლის პირველ იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა– სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განცხადებების და ცალკეული განცხადებების საფუძველზე უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისათვის. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი. დეტალურად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხებიც. დაცული იქნება, როგორც განმცხადებლის, ასევე მათ განცხადებებში მხილებული მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნა ბადაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)