|
2016-07-08 19:25:32, 582 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: "ქართულ ოცნებაში" პრორუსული ძალები არ არიან
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადება კარგად გამოსაკვლევია. როგორც კობახიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ არავითარი პრორუსული ძალები არ არიან. "შინაარსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაახლოებული NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, თუ მედიასაშუალებები აჟღერებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი პრორუსული ძალები არ არიან „ქართულ ოცნებაში“. არის ჟურნალისტური მეთოდები, როდესაც ადამიანის ნათქვამის სხვანაირი ინტერპრეტაცია ხდება და ეს არაერთხელ მომხდარა. თუ ეს ელჩმა მართლა თქვა, დიპლომატი ასე არ უნდა საუბრობდეს. მისი ნებისმიერი ნათქვამი საკუთარი ქვეყნის ინტერესებსუნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)