|
2016-07-08 16:45:47, 1408 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: რუსეთი ევროპაში მშვიდობას ემუქრება
რუსეთი ემუქრება მშვიდობას ევროპაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Financial Times-სთან საუბარში განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუ, დღეს ნატო-ს სამიტის გახსნისას გამოქვეყნდა. უკრაინაში რუსეთის აგრესიიის საპასუხოდ, ობამა ევროკავშირს და ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და კიევის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ ისწრაფიან რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანტირუსული სანქციები შენარჩუნებული იქნება მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე", - აღნშნა ობამამ. ამასთან, აშშ-ის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც კი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დიდი ბრიტანეთის შესახებ ბარაკ ობამამ ასევე ისაუბრა 8 ივლისს ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონსაი და ბრიუსელის დიალოგი გარდამავალ პერიოდში პრაგმატული იქნება. შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისა და ევროკავშირის ლიდერების პრესკონფერენცია, სადაც იენს სტოლტენბერგმა, დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა თანამშრომობლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედევით, ორი ორგანიზაცია ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციას ერთობლივად შეეცდებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)