|
2016-07-08 11:18:52, 1364 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცველი მოკლეს, 6 კი დაჭრეს
ტეხასის ქალაქ დალასში, საპროტესტო აქციაზე 5 სამართალდამცველი მოკლეს, 6 კი დაჭრილია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელების მიერ ლუიზიანასა და მინესოტაში 2 ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. დალასში გამართული აქციის დროს 2 უცნობმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი სნაიპერული შაშხანიდან გაუხსნა. 3 სამართალდამცველი ადგილზევე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ 6 პოლიციელი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ეჭვმიტანილებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველების მკვლელობაში 3 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი სამართალდამცველების იფნრომაციით, ერტ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა. როგორც BBC წერს, საპროტესტო აქციები ლუიზიანაში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში მას შემდეგ გავიდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ესვრის ორი პოლიციელი ფერადკანიანს ქალაქ ბატონ-რუჟში. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გარდაცვლილი 37 წლის ელტონ სტერლინგია. ის მკერდისა და ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებიგან გარდაიცვალა. ამასთან, მეორე დღეს ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ასევე ფერადკანიანი ფილანდო კასტილეს მკვლელობა ჩანს. კასტილე პოლიციამ მინესოტას შტატში მოკლა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)