18:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 18:45:02, 843 ნახვა

სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაგეგმვის მთავარი კონფერენცია დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ტერიტორიაზე “ნატო-საქართველოს სწავლება 2016”ის დაგეგმვის მთავარი კონფერენცია დასრულდა.

დაგეგმვის მთავარი კონფერენცია 5 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა. ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JFTC), და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სწავლებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გეგმავდნენ. კონფერენცია ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის" სერჟანტთა მომზადების სკოლის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ დახურა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” იქნება პირველი ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატოს სწავლებების სიაშია შეტანილი. ამ სწავლების მეშვეობით ქართველი ოფიცრები განავითარებენ ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ ჩვევებს. სწავლება საშუალებას მისცემს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ნატოსთან უფრო თავსებადები გახდნენ. სწავლება მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სამხედრო ტრანსფორმაციაში.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და JTEC-ში 10-დან 20 ნოემბრამდე გაიმართება.

(ns)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics