|
2016-07-05 18:29:20, 1045 ნახვა
სამართალი
დიდუბის რაიონში ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა
წერეთლის N55-ში ფოთლოვანი ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს დიდუბის რაიონის გამგეობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა. მოსახლეობის განცხადებით, ხე გახმობის მიზნით სპეციალურად არის დაზიანებული. ხე-მცენარეს ფესვიდან 1.50 სანტიმეტრის სიმაღლეზე, 23 სანტიმეტრის სიგანით შემოცლილი აქვს ქერქი. მცენარის გადასარჩენად სპეციალისტების მხრიდან ყველა შესაძლო ღონისძიება გატარდება. ადგილზე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, გამგეობის გამწვანების სპეციალისტი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილების თანამშრომლები. ანალოგიური შემთხვევა დიღმის ტყე-პარკში 4 თვის წინ დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, დაზიანებული ფოთლოვანი ხეების გადარჩენა მოხერხდა. თბილისის მერიამ მცენარის განზრახ დაზიანების ფაქტის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)