|
2016-07-05 15:02:47, 1131 ნახვა
სამართალი
გომელაური: ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს
„გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები, ჩატაევი აგენტი იყო თუ არა“,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა აჰმედ ჩატაევის საქმეთან დაკავშირებით განაცხადა. გომელაურის თქმით, ჩატაევი სასამართლომ ლააფანყურის სპეცოპრაციის შემდეგ გაათავისუფლა, ევროპაში წავიდა და მისი გვარი დიდი ხნის მანძილზე არავის უხსენებია. მანვე აღნიშნა, რომ ჩატაევს ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა. „გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები, ჩატაევი აგენტი იყო თუ არ იყო, თანამშრომლობდა თუ არ თანამშრომლობდა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა, ფაქტია, ამ ადამიანს იმ წამსვე შეეცვალა ბრალი, იქნა გამოშვებული, ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ წავიდა ევროპაში. უფრო სწორად, ლაფანყურის შემდეგ დააკავეს, აღიარა, რომ არანაირი ხელყუმბარები მას არ ჰქონია, სასამართლომ გაათავისუფლა და ეს ადამიანი წავიდა ევროპაში“,-აღნიშნა გომელაურმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)